ანოტაცია: „ტრფობა წამებულთა“ არაა ჩემი გაბედულების საბუთი, ის ნებისმიერი გაბედულების უსაზრისობის ხაზგასმა და მრავალმხრივ დაქსაქსული ჩემი გაბედულების დასასრულია, ესაა ყოველი შესაძლო გაბედულების თავმოყრა უსასტიკეს (და არა უკიდურეს) რეალობაში, ნატურალიზმის გადაქცევა მეტაფორად, საიდანაც გასაძვრომები არ არსებობს. ჩემი შინაგანი ცხოვრების ყველაზე უფრო დრამატულ წუთებში, ეს ნაწარმოები მოულოდნელად უჩინარდება, საერთოდ ქრება და აღარ არსებობს, მერე თითქოს არსაიდან ჩნდება, ...