ანოტაცია: „ვერა და ვერ გავითავისეთ ის ჭეშმარიტება,რომ არ არსებობს შენი პირადი ბედნიერება შენი ხალხის კეთილდღეობის გარეშე“,–აი ასეთ კრიტიკულ(უფრო–თვითკრიტიკულ!),სამწუხარო სიმართლის მღაღადებელ ფრაზას ამოიკითხავთ ამ წიგნში.ბატონ ზურაბ ცხონდიას,მის ავტორს,პირადად ვიცნობდი.მასთან საუბრების შემდეგ უჩვეულოდ სასიამოვნო გრძნობა მეუფლებოდა,რისი მიზეზი შესაძლოა ეს იყო:მაშინაც კი,როცა გეკამათებოდა,გრძნობდი–შენ წინაშე იდგა არა მოწინააღმდეგე,არამედ თანამგზავრი ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზაზე.-ლევან ბრეგაძე