ანოტაცია: კოკა არჩვაძის „ჩინური დღიური“ შორეულ ქვეყანაში უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ძმის მოსაძებნად წასულ ქართველი ახალგაზრდა კაცის ამბავს გვიამბობს. გამომძიებლის უჩვეულო ამპლუაში შემთხვევით აღმოჩენილი ირემაძე ცდილობს, დროის მცირე მონაკვეთში დაადგინოს, სად შეიძლებოდა გამქრალიყო უმცროსი ძმა, რომელიც, როგორც მისივე დღიურიდან ჩანს, უკვე დაკარგულად გრძნობდა თავს.