ანოტაცია: „ღმერთი ყველასთვის ერთია – რიო დე ჟანეიროშიც და ოკრიბაშიც; თუმცა იშვიათად გვეცხადება ხოლმე. სოფიო კუბლაშვილის ტექსტებში ამ გამოცხადებებზე გვიყვებიან მგზავრები, სტუმრები, ფოტოები, ხის გობები, საქონლის ბაწრისგან დაწნული საქანელა, ტელეფონის მოულოდნელი ზარი - რა აღარ. ღმერთის ძალაც ხომ ეს არის – ყველაფერშია განფენილი და უცებ გვახსენებს თავს.