ანოტაცია: რომანში სამი მეგობრის ამბავია მოთხრობილი. ბიჭები ერთსა და იმავე გარემოში იდენტური ფასეულობებით იზრდებიან და ცხოვრების ყველა საკვანძო მომენტსაც ერთად იზიარებენ. მათ შეხედულებებსა და ფასეულობებს სწორედ ბავშვობისდროინდელი თავგადასავლები განაპირობებს.ადრეულ ასაკში თავს დამტყდარი საშინელი ტრაგედია მეგობრებს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს – ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში ემსახურონ საკუთარ სამშობლოს და, თუ საჭირო გახდება, თავიც გასწირონ მისთვის.