ანოტაცია: „მე ამ წიგნში ზეიმი მაქვს შეკვეთილი და არა გლოვა“ – განმარტავს ბესიკ ხარანაული თავიდანვე და მკითხველს დიდი სმის მისტიკურ რიტუალზე ეპატიჟება, რომ ყოფნა-არყოფნის მარადიული დრამა თავისებური სცენარით წარმოგვიდგინოს.ქადაგ-ხუცესისგან წერად დამწყალობნების შემდეგ, ბესიკ ხარანაული ნამდვილ კარნავალს მართავს, სადაც, საიქიოსა და სააქაოს სივრცეებში, გვერდიგვერდ, სრულფასოვან მოქალაქეებად ჩნდებიან ბრმა ჰომეროსი და ყრუვი გიორგი, ერეკლე მეორის უბირი ქალისგან შეძენილი ვაჟი ბიჩინაგა და გომურში დაბადებული ბალღი...