ანოტაცია: “ლამაზად სიკვდილის თვითმასწავლებელი სიკვდილმისჯილთათვის. ცხოვრება თანამედროვე Fფაუსტისა”. არსებობს თემა, რომელიც არასდროს კარგავს აქტუალობას. არსებობს თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ და თუ არსებობს, საით მიდის ფაუსტის სული სიკვდილის შემდეგ. ლეო ყოველღამით მოივლის თბილისის ხიდებს და თვითმკვლელებს ეძებს. ვინ არის ლეო? ის უცნაური “მაშველია”. გადაწყვეტილების მიღებაში შველის მათ, ვინც თავის მოკვლას გადაწყვეტს, ღამით ხიდზე ავა საკუთარი გადაწყვეტილების აღსასრულებლად და... ბოლო წამს, ყოყმანს იწყებს!