ანოტაცია: წიგნში პირველად ქვეყნდება ჯემალ ქარჩხაძის “უბის წიგნაკის ჩანაწერები”. ეს ჩანაწერები სხვადასხვა დროსაა დაწერილი და რამდენიმე ბლოკნოტშია გაბნეული. ჩვენ ამოვკრიბეთ გარკვეული ნაწილი, რომელთა გამოქვეყნებაც მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ამ ეტაპზე და დავაჯგუფეთ სამ ნაწილად. ესენია: რომან “განზომილებისთვის” განკუთვნილი ჩანაწერები, პუბლიცისტური წერილებისათვის გაკეთებული მონახაზები, და სხვადასხვა ხასიათის მცირე ტექსტები – მხატვრული სახეები, მოსაზრებები, და ზოგჯერ მთელი სიუჟეტებიც კი.