ანოტაცია: ჩარკვიანის ახალი წიგნი,ავტორის ცხოვრებასავით,პოლიჟანრულია: ჩანაწერების გარდა,აქ მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში დაწერილ მოთხრობებსა და პიესასაც შეხვდებით,რომლებმაც ერთი ციკლის ქვეშ მოიყარა თავი:„წარსულში ჩადენილი ლიტერატურული შეცოდებანი“.„ნაგერალა 80“ უხვად საზრდოობს ავტორის,როგორც მეუღლის,მამისა და ბაბუის,ცხოვრებისეული „ივენთებითა“ და შტრიხებით.ამ შემთხვევაშიც ბუნებრივად მონაცვლეობს განწყობები:სევდიან ამბავს მხიარული შემთხვევა მოსდევს,პირად ტრაგედიებს დროის პარადოქსებით აღბეჭდილი მოგონებები...