ანოტაცია: "ზაალ სამადაშვილის ახალი მოთხრობები, ნოველები და მინიატურები დოკუმენტური სინამდვილეცაა და ჩვენი უახლესი წარსულის, რთული და ნაღვლიანი დროის უტყუარი ანაბეჭდიც. თუმცა, კარგი მწერლის ხელში სინამდვილეც სხვაგვარად იკითხება და მთავარი ამ წიგნში სწორედ ესაა – თხრობის თავისებურება. ზაალ სამადაშვილი თხრობის ოსტატია. მის მონაყოლ ისტორიას მეტატექსტის სიღრმე და სიმსუბუქე თანაბრად ახლავს.ესაა „ტყვიაგაუმტარივით საიმედო გარსი“ ყველა ბრძოლის გადასატანად – ამ ამბების მოყოლის სურვილი." - ნინო სადღობელაშვილი