ანოტაცია: ლევან ინაურის "ჩვენ მოვიპარეთ გერმანია" სადებიუტო კრებულია და შვიდ მოთხრობას აერთიანებს. მოთხრობები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება ენობრივი სტილით, თუმცა საერთო აქვთ თემა - განსაკუთრებულად აქტუალური და თანამედროვე. წიგნში ყველა თავის წილ გერმანიას იპარავს. თითოეულ ქურდს თავისი იდეა და ტკივილი ასაზრდოებს. აქ ქურდობას ბევრნაირი სახელი ჰქვია: სამსახური, გართბა, ქველმოქმედება, თვითგადარჩენა, ფილოსოფია, ჰობი, წარმოსახვა...