ანოტაცია: ვაჟა გიგაშვილს ლოზუნგებით ლაპარაკი არც უყვარს, არც შეუძლია. ან რა საჭიროა? როდის, რომელ ლოზუნგს მიუტანია სიმართლე კაცთა გულებამდე? სულ სხვაა, როცა მაგიდას მეგობრები უსხედან, ის კი სიგარეტის კვამლში გახვეული ლაპარაკობს. მეგობრები თავისას ამბობენ, ის - თავისას ჰყვება და ყველას ყველაფერი ესმის. აი, ასეთი ტონით იწერება ვაჟა გიგაშვილის მოთხრობები, ასეთია
"ერთი ვინმე ყაფლანიშვილი", ამგვარ წიგნებს ერთი ამოსუნთქვით კითხულობენ...
აქ ტრიბუნიდან არავინ გელაპარაკებათ, არც წარსულს მისტირის ვინმე აშკარად.