ანოტაცია: ნინო ჩხიკვიშვილის რომანი-მისტიფიკაცია პაოლო იაშვილის ცხოვრებისა და ტრაგიკული აღსასრულის ასახვის პირველი ცდაა, სადაც დოკუმენტური ჩანაწერები და მხატვრული გამონაგონი ერთმანეთს ორიგინალურად ავსებს.„მე პაოლო ვარ“ აგრძელებს ნინო ჩხიკვიშვილის ნაწარმოებების ციკლს ცისფერყანწელთა შესახებ და კოლაუ ნადირაძეზე დაწერილი ბიოგრაფიული რომანის („უკანასკნელი ცისფერყანწელი“) ერთგვარი გაგრძელებაა.