ანოტაცია: ამ წიგნში მერაბ კოსტავას თავგადასავალია მოთხრობილი – ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი კაცისა,რომელმაც
ცხოვრებისა და ულმობელი სისტემის ყველაზე სასტიკ გამოცდებს გაუძლო.ბავშვობა, ოჯახი, 1956 წლის პირველი პროტესტი დიქტატურისწინააღმდეგ, და იმ დროიდან მოყოლებული დისიდენტური და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინამძღოლობა ზვიად გამსახურდიასთან ერთად; პატიმრობა, გადასახლება, უმკაცრესი პირობების საბჭოთა გულაგებში გატარებული ათი წელი და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დატრიალებული ეპოქალური ამბები.