ანოტაცია: ...დაკარგვას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ვინმე გეძებს. სხვა შემთხვევაში, ჯობია, თვითონვე მოიფიქრო უკან დასაბრუნებელი ორიგინალური მარშრუტი...
შეიძლება ითქვას, რომ ბესო პაპასქუას „ფოსტალიონი“ ზღვიდან გამორიყული რომანია, რომელიც მოგვითხრობს ორ პუნქტს – A-სა და B-ს შორის არსებულ უცნაურ კავშირზე. მათ შორის მედიატორის ფუნქციას ასრულებს ფოსტალიონი, რომელიც ამბავში საიდუმლო მისიით ერთვება. ის კუნძულზე მცხოვრებ ადრესატს აიძულებს, წაიკითხოს ზღვიდან გამორიყულ ბოთლებში ნაპოვნი წერილები...