ანოტაცია: ,,ჟარგონი და მეტსახელი" წარმოადგენს კრებულს ენათმეცნიერული წერილებისა, რომლებიც ავტორს სტუდენტობის დროს და მოგვიანებით თანდათანობით შეუქმნია. ჟარგონული სიტყვები და გამოთქმები, მეტსახელები და ტოპონიმები; პავლე ინგოროყვას დაკვირვებები ხეთური დამწერლობის შესახებ; რამაზ პატარიძის მოსაზრებანი ასომთვარული ანბანისა და ქართული წარმართული კალენდრის თაობაზე; ჭილ-ეტრატის იადგარისეული უხმოვნო დაქარაგმება... ამ არასრული ჩამონათვალიდანაც აშკარაა, თუ რა საინტერესო საკითხებს მიმოიხილავს ავტორი...