ანოტაცია: ,,მიწის ყივილი" უთვისტომო კაცის ამბავია და ის სამშობლოდან შორს - საფრანგეთში ვითარდება. იქ ერთ პატარა ქალაქში ერთმანეთს ახალგაზრდა ქართველი და ღრმად მოხუცებული ფრანგი ხვდებიან. რა არის ეს - შემთხვევითი და საბედისწერო შეხვედრა? შეხვედრა წარსულთან? შეიძლება ასეც ითქვას, თუმცა ეს უფრო ხანგრძლივი მოლოდინის, ქვეცნობიერში ჩაბუდებული იმედის - აწ უკვე მინავლებულ-მივიწყებულის - ლოგიკური გარძელებაა, შედეგი და გარდაუვალი დასარულია...