ანოტაცია: წიგნის ავტორი, ავთანდილ არაბული ღირსეულ მეგზურობას გაგიწევთ პოემის ლაბირინთებში, ადგილ-ადგილ არქაული სიტყვებისა და ღრმა აზრების ჩუქურთმებით რომ არის გასაიდუმლოებული. დაგეხმარებათ, იპოვნოთ ყველა ქართველისათვის უძვირფასესი და უმშვენიერესი სიყვარულის საგანი - ,, ვეფხისტყაოსანი" - რომელიც მეთორმეტე საუკუნის ციხესიმაგრეშია გამოკეტილი და ქაჯები ბუნდოვანების მოსასხამებით იცავენ, რომ მისი ბრწყინვალება გააუჩინარონ და ვერ გავიგოთ , რა სიბრძნე, რა განძი დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა.