ანოტაცია: "მე გამოჩენილი მონადირე ვიყავი. რაც ნადირი დამიხოცნია, იმდენი თმა არა მაქვს თავზე", იწყებს მოხუცი თხრობას და თითქოს ბიჭებთან ერთად ბუნებაც ირინდება საოცარი ამბების მოსასმენად, მაგრამ... საამო და საოცარი თავგადასავლები ბიჭების ინტერსსა და ცნობისმოყვარეობას ისე ამძაფრებს, რომ მხოლოდ მონათხრობით როდიღა კმაყოფილდებიან და ამბების უტყუარობის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც სჭირდებათ! სჭირდებათ და აღმოაჩენენ კიდეც!