ანოტაცია: იონა მეუნარგია უსამართლოდ მივიწყებული სახელია ქართულ მწერლობაში. იგი მიეკუთვნება თაობას, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ და კულტურულ-საგანმანათლებლო მოძრაობაში. წლების მანძილზე იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი, ინიციატორი და თანამონაწილე არაერთი საგანმანათლებლო პროექტისა; თანამშრომლობდა იმდრონდელ ჟურნალ-გაზეთებში ("დროება", "ივერია", "კავკაზი", "ტიფლისსკი ვესტნიკი", "ნოვოე ობოზრენიე", "კვალი", "მოამბე").