ანოტაცია: მიხა სოფელში ბრუნდება, გავრცელდა ხმა და ახლა ყველა დიდი ინტერესით ელის მის გამოჩენას - მას ხომ მექლათანისა და მუსუსის სახელით იცნობენ. მაგრამ მიხა სოფლის ყველაზე ლამაზ გოგონას - ფეფელოს დაადგამს თავს. მიხეილ ჯავახიშვილის ეს პატარა მოთხრობა ერთად უყრის თავს საინტერესო, სახალისო ამბავსა და ამ ამბის მონაწილეთა მეტყველ სახეებს, სოფლის უჩვეულოდ საინტერესო ყოფასა და გარდასული დროის წეს-ჩვეულებებს, რაც აუცილებლად დაგაფიქრებთ და თანამედროვეობასთან პარალელებსაც გაგავლებინებთ.