ანოტაცია: გრიგოლ რობაქიძის "კავკასიური ნოველები" ორჯერ გამოიცა გერმანულ ენაზე – 1932 წელს გამომცემლობა "ინზელის", ხოლო 1979 წელს – "ზურკამპის" მიერ. კრებულს, რომელშიც სამი ნოველა იყო შესული, დიდი პოპულარობა ხვდა წილად. "წმინდა ხარის მოკვლა" კი დღემდე უცნობი იყო და საგანგებოდ ითარგმნა გერმანულოვანი გამოცემის წინათქმასთან ერთად (გერმანულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ), რითაც სრულყოფილად წარმოჩნდება "კავკასიური ნოველები" – გამორჩეული ფურცელი გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებიდან.