ანოტაცია: კრებულში შესულ ათივე მოთხრობას თავისი ფერი, გემო, სურნელი და მელოდია აქვს. სამყაროს სინესთეტიკური შეგრძნება, სიცოცხლის გაუნელებელი სიყვარული და თამაშის დაუცხრომელი ჟინი რუსუდან რუხაძის პერსონაჟებს ერთმანეთთან აახლოებს. იმედია, თქვენც იპოვით მათთან საერთოს, არაერთხელ მიუბრუნდებით, სხვებსაც გააცნობთ და ეს კრებულიც მრავალჯერ წაკითხულ, ყვითელფურცლება წიგნებს შორის აღმოჩნდება.