ანოტაცია: "ამ წიგნში თავი მოვუყარე 1956-1969 წლებში დაწერილ მოთხრობებს... ეს სტუდენტობისა და მერე მხატვარ-არქიტექტორად მუშაობის წლებია... მაშინ, გარკვეული მიზეზების გამო, არ ვეკარებოდი გამომცემლობებს და არ ვიბეჭდებოდი... 1970 წლიდან ჩემი ბეჭდვა ნადირობა ჩონ-ტაშში-თ დაიწყო და შემდეგში, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, წიგნში, ამ წინა წლების ნაწერებიც, თითქმის ყველა გამოქვეყნდა... ამ წლების ნიშნით გაერთიანებული და ცალკე წიგნად შეკრებილი, პირველად გამოდის.." - ავტორი