ანოტაცია: მწერლის ადრესატები ამჯერადაც "მკითხველი - ინტელექტუალები: არიან. ტექსტის "კოდირება", მინიშნება, ალეგორია და ასე შემდეგ შემოქმედებითი მიზნის მიღწევის უმთავრეს ხერხად რჩება კვლავ. თვით ეროტიკულ სცენებსაც კი, ზოგიერთ მკითხველს თავიდან შიშველ პორნოგრაფიად რომ შეიძება მოეჩვენოს, მკაცრად განსაზღვრული ფუნქცია აქვს და ნაწარმოებს "ფსიქოლოგიურ" ნიუანსებში წვდომას, იდეის "გახსნას" ემსახურება.