ანოტაცია: "გროტესკი, რომლითაც დათო ქარდავას ნოველებია გაჯერებული, არამხოლოდ ახალისებს მკითხველს, არამედ უტოვებს სრულიად განსაკუთრებულ ფიქრს, სევდასაც, და სწორედ ამის გამო, თავი შეიძლება რამდენჯერმეც წაგაკითხოთ. კიდევ რა არის გამორჩეული ამ კრებულში? - სინამდვილე, მკაფიო და წრფელი სინამდვილე, გაუყალბებელი ამბები, რომლებსაც, ცხადია, ავტორი იგონებს, მაგრამ "გამომგონებლობის" ასეთი ოსტატობით ხდებიან ისინი ნამდვილი და დასაჯერებელი." - ნინო სადღობელაშვილი