ანოტაცია: ზაალ სამადაშვილის ახალ წიგნში თავმოყრილ ნოველებს და ჩანაწერებს ერთი რამ აერთიანებთ: დრო, ეს არაა წარსული, არამედ მწერლის თვალით დანახული და აღქმული დრო, თავისი პირუთვნელი სინამდვილით. ნამდვილია ამბები, პერსონაჟები, მთხრობელიც კი - არაფერს იგონებს, აკლებს ან ამატებს მოვლენებს, არამედ მოგვითხრობს მათ ისე, როგორც ოდესღაც დაინახა და იგრძნო. სინამდვილის მიმართ ასეთი დამოკიდებულება კი წიგნს სიწრფელეს და სიფაქიზეს სძენს. ადვილად პოულობს თანაგანმცდელს მკითხველის სახით.