ანოტაცია: კრებულში შესული ნაწარმოებები ერთგვარი თავზარდამცემი სულიერი აღსარებაა, რომელიც ავტორს ამოათქმევინა მის გარემოში არსებული სინამდვილის, ცხოვრებისეული რეალიების ტრაგიკულმა გაცნობიერებამ. რაოდენ გასაოცრად არ უნდა მოგეჩვენოთ, გაგა შურღაიას ნაწარმოებში ორი-სამი ათეული წლის წინათ, თითქოსდა, ბარომეტრული სიზუსტითაა ნაწინასწარმეტყველევი წინა ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბებული ქართული "დემოკრატია", ჩვენი ახლანდელი სინამდვილე და ყოფა-ცხოვრება.