ანოტაცია: დავით ჭოჭუას „ალდენორი“ „სინათლის ორდენის ქრონიკების“ პირველი წიგნია, რომელიც ბოროტ ძალასთან დაპირისპირებული ადამიანების ამბავს მოგვითხრობს. არარეალური სამყარო, სადაც მოქმედება ვითარდება, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ჩასაფრებულ საფრთხეს, შიშს, ღალატს, ერთგულებას, მეგობრობასა და სიყვარულს იტევს.