ანოტაცია: ზურა ოდილავაძის ახალი რომანი თანამედროვე საქართველოში მცხოვრები მამაკაცის ამბავს მოგვითხრობს. საქართველოს ერთ-ერთი რაიონის - ორპირის მკვიდრი დავითი ("ჯორდანო") ვაშაკიძე მომაკვდავი სნეულიდან ნობელის პრემიამდე საინტერესო გზას გადის. რომანი შეფარული ირონიით გვიამბობს, როგორ სძლევს მთავარი გმირი საბჭოეთიდან გადმოყოლილ მითოლოგიურ,მ უკრიტიკო და ბატონყმურ ცნობიერებას. დავით ვაშაკიძის შემდგომი წინსვლა ორი გზით მიდის: 1. შემოქმედებითი ზრდა და 2. საპირისპირო სქესთან წარმატება.