ანოტაცია: გრიგოლ რობაქიძის "მეგი - ქართველი გოგონა" 1932 წელს ტიუბინგენში, რაინერ ვუნდერლიხის გამომცემლობაში დაიბეჭდა. რომანის თავდაპირველი სათაური "მედეას ნაწნავები" იყო და როგორც ჰანს ფონ ველტჰაიმისადმი მიწერილი ბარათიდან ირკვევა, მწერალს ორიგინალის ტექსტი რუსულ ენაზე შეუქმნია. წინამდებარე გამოცემა საშუალებას აძლევს მკითხველს, პირველად გაეცნოს რომანის სრულ ტექსტს ქართულ ენაზე.