ანოტაცია: აკა მორჩილაძის ახალი წიგნი ჟანრობრივად დოკუმენტურ პროზას მიეკუთვნება, რადგან აქ არაფერია გამოგონილი. მწერალი საბჭოთა ეპოქის საქართველოზე წერს – დაწყებული სტალინის დროიდან XX საუკუნის 90-იან წლებამდე. იგი ძალიან საინტერესოდ მიმოიხილავს ათწლეულებად დაყოფილ პერიოდებს და იმ ცვლილებებს, რაც მათ ახლდა. მკითხველის წინაშე ცოცხლდება მთელი ეპოქა თავისი ჩრდილში ცხოვრების გზითა და ბევრი უცნობი, „ჩრდილს იქით გასული“ამბით.