ანოტაცია: "იმპერიის ორსულობა", რომელიც სამ ვრცელ მოთხრობას აერთიანებს, ზურა ოდილავაძის პირველი წიგნია. ამბები საქართველოს უახლოესი წარსულიდან (1960-2000 წწ.) საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ავტორი თავად არის პერსონაჟი, რომელმაც გამოიარა ყველაფერი, რაც იმპერიის ნგრევას მოჰყვა. შეიძლება ითქვას, რომ წიგნი ავტობიოგრაფიულია და მწერალი საკუთარი ცხოვრების ეპიზოდებს აცოცხლებს.
სურათი ტრაგიკულია. ქაოსისა და უგზოობის ეპოქა არჩევანს არავის უტოვებს; თითქოს იმედიც დაკარგულა და მიზანიც, რისთვისაც ღირს ბრძოლა.