ანოტაცია: ეს რომანი დაიწერა ციხის საკანში ერთადერთი სურვილით – დამეკავშირებინა ერთმანეთთან ორი ეპოქა, რათა დაგვენახა, რამდენად ჰგავს ერთმანეთს სისასტიკითა და კაცთმოძულეობით XX და XXI საუკუნეები: რამდენად შეიცვალა ადამიანი და მისი ბუნება საუკუნის განმავლობაში: შეძლებდნენ თუ არა XX საუკუნის დასაწყისის კეთილშობილი ადამიანები და გმირები ამ საუკუნეშიც დარჩენილიყვნენ თავის სიმაღლეზე: რა არის ადამიანში ის ფასეულონა, რომელსაც ულმობელი დროც ვერ აფერმკრთალებს და აცამტვერებს.