ანოტაცია: თამაზ ლიაპარტელიანის პროზაული კრებული გვიხატავს ქართული სინამდვილის ყოფით სურათებს,სადაც წარმოდგენილი პერსონაჟები იმდენად ცხოვრებისეული და მახლობელია თითოეული მკითხველისთვის,რომ შთაბეჭდილება იქმნება,თითქოს ყველანი ნაცნობები არიან და მოყოლილი ამბები,ავტორს კი არა,მკითხველს გადახდენია თავს!მოთხრობების პერსონაჟები ცოცხალი და რეალურია,ამდენად,შეუძლებელია,თითოეული მათგანი არ დაგამახსოვრდეს - არ წარმოგიდგეს თვალწინ მათი გარეგნობა,ჩაცმულობა,სიმაღლე,საუბარი,რაც მწერლის მხატვრულ ოსტატობაზე მეტყველებს...