ანოტაცია: ეს წიგნი მეტად შთამბეჭდავია, აქ არც ახალბედა დებიუტანტისთვის ხშირადდამახასიათებელი ლიტერატურული ექსპერიმენტებია და არც ორიგინალურობისკენ ნატყორცნი ეპატაჟური ტექსტები. აქ ისმის მწერლის მკვეთრი ხმა, მძაფრი შინაგანი მონოლოგ -ამოძახილი ორი სრულიად განსხვავებული კულტურის ფონზე; ეს არის იმ ადამიანის ხმა, რომელსაც შეუძლია, სრულყოფილად დაგანახოს და დახატოს სხვისი და თავისი ქვეყანა და ერთხელ კიდევ გაგახსენოს, რომ ემოცია ამოუწურავია, ცხოვრებაში ტკივილი და სიხარული ყველგან ერთმანეთშია გადახლართული, სამყარო