ანოტაცია: ნინო ორტიგა ჭინჭარაულის რომანში აწმყო და წარსული მჭიდროდაა ერთმანეთს გადაჯაჭვული, ხოლო პერსონაჟები დრო დადრო გამოიხმობენ ბავშვობის მოგონებებს, როგორც აწმყოში გზის გამკვალავსა და ერთგვარ ღუზას, რომელსაც შეიძლება მოეჭიდონ მაშინ, როცა ძალიან უჭირთ. „ლეთარგია” მილენიალებს ეძღვნება, ახალგაზრდებს, რომელთაც საქართველოსთვის ძნელ და ბნელ დროს გაიარეს ბავშვობა. რომანი გვიყვება სასტიკ და ცოტა დაუჯერებელ ამბავს, ერთ სამეგობროს რომ გადახდა თავს.