ანოტაცია: ერთ დღესაც ჩვენი ცხოვრება სრულიად რომ შეიცვალოს, უკეთესი იქნება? სიცოცხლესა და სიკვდილს შორის შუაღამის ბიბლიოთეკაა და სწორედ იქ მოხვდება 35 წლის ნორა, ხელმოცარული ბედფორდელი მუსიკის მასწავლებელი, რომელიც გამოსავალს მხოლოდ თვითმკვლელობაში ხედავს. შუაღამის ბიბლიოთეკაში წიგნებით სავსე უამრავი თაროა და თითოეული წიგნი ახალი ცხოვრების გავლის, სულ სხვა გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას აძლევს, რაც მთავარია, არ ინანებს, თუ ოდესმე რაღაც არ გამოუვიდა.