ანოტაცია: „როდესაც ხუთი ქვა გაერთიანდება, ყინულისმფრქვეველი დრაკონების უკანასკნელი დამსხვრეული კვერცხი გამთელდება და ცეცხლისმფრქვეველი დრაკონები მრავალ საუკუნოვანი წყევლისგან გათავისუფლდებიან. ლურჯი სუფრის მოცეკვავე შეასრულებს ჯადოსნურ ცეკვას და აწმყო და მომავალი ერთ სუფრაზე ნახატებად გამოისახება. ეს განუმეორებელი, უცნაური და იდუმალებით სავსე სამყაროა. ამ სამყაროში დედოფალი საკუთარი ნებით იქცევა დევნილად, ამ სამყაროს ზურგს აქცევენ სტიქიონები – ძლევამოსილი ნუმიელები...