ანოტაცია: სალიმს-ლოტი ახალი ინგლისის ერთი პატარა ამერიკული ქალაქია, სადაც უცნაური ამბები ხდება _ მზის ჩასვლის შემდგომ მას თითქოს ბოროტი სულები ეპატრონებიან, ერთიმეორის მიყოლებით ქრებიან ადამიანები. შიში გამეფებულა ერთ დროს წყნარ ქალაქში, რომელსაც ბორცვზე წამომართული ძველი სახლი, „მარსტენ-ჰაუსი“, გადმოჰყურებს. ამ სახლიდან იღებს სათავეს აქაურების უბედურება, მაგრამ ვინ გაბედავს იქ შესვლას? 1975 წლის 5 სექტემბერი იდგა.