ანოტაცია: დაუვიწყარ შთაბეჭდილებას გიმზადებთ _ ათას მახეს დაგიგებთ და ათას განსაცდელს დაგატეხთ თავს! ნისლიდან თუ გამოაღწევთ, არ იფიქროთ, რომ გადარჩით, ნურც ის გეგონებათ, რომ დასაქოქი მაიმუნი გაფუჭდა, რადგან ის მხოლოდ მაშინ არ მუშაობს, როცა თვითონ უნდა, რომ გაფუჭებული იყოს. მისის ტოდის მოკლე მარშრუტსაც ნუ აირჩევთ, ერიდეთ საჰაერო ხომალდსაც _ ის მალე ციდან ჩამოვარდება... მოკლედ, მშვიდად ვერ იქნებით, სანამ წიგნი გადაშლილია, სანამ ნისლი არ გაფანტულა და სანამ სუპერმარკეტში თავშეფარებულმა ხალხმა არ იცის,....