ანოტაცია: ართურ დენტი დაგვემოწმება, რომ დროში დაკარგვა ყველაზე ცუდი რამეა. მას კი ნამდვილად დაეჯერება, ის ხომ დროსა და სივრცეში არაერთხელ აბნეულა.სამყაროს დასალიერიდან წარსულში აღმოჩენილ ართურს კვლავ ეღირსა თავისი მშობლიური პლანეტის ხილვა, თუმცა სულ სხვა ეპოქებში... იმ დროსაც კი შეესწრო, როცა ინგლისში ჩატარებულ, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ კრიკეტის ჩემპიონატზე სამყაროს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა. ეს არეულობა კი პლანეტა კრიკიტის ვითომდა უწყინარი მცხოვრებლების ახირების დამსახურება იყო ...