ანოტაცია: რობერტ ჰაინლაინის შემოქმედება სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ქვაკუთხედად მიიჩნევა. აიზეკ აზიმოვთან და ართურ კლარკთან ერთად მან ამ ჟანრის ერთგვარი ლიტერატურული სტანდარტი შექმნა და საყოველთაო პოპულარობაც მოუტანა. "უცხო უცხოთა ქვეყანაში" არა მხოლოდ მისი ყველაზე ცნობილი, კონტროვერსიული და ენობრივად დახვეწილი რომანია, არამედ პირველი წიგნია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში, რომელმაც “ნიუ იორკ ტაიმსის” ბესტსელერთა სიაში დაიმკვიდრა ადგილი.