ანოტაცია: ოდესღაც ბროკილონის უღრანში დაწყებული ამბავი აქ გრძელდება: ორი ფერფლისფერთმიანი - მხედვარი და გოგონა, უფროსთა სისხლის მატარებელი პრინცესა ცირილა, სისხლსა და ფერფლში ჩამხრჩვალი ცინტრადან კვალში ჩამდგარ მტერს გაურბიან. ცირის ხსნა მხედვართა დიდებული ციტადელი კერ მორენია, ადგილი, სადაც ცირილა ცირიდ უნდა იქცეს, საკუთარი თავისა და სხვების დაცვა ისწავლოს. გახდეს ძლიერი, უშიშარი, ისეთივე შეუპოვარი, როგორიც ყველაზე მთავარი ფერფლისფერთმიანია.