ანოტაცია: "ქალაქი წყალზე" სალომე ბენიძს პროზაული კრებულია, რომელიც საერთო ხაზით დაკავშირებულ, მაგრამ, ამავდროულად, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ მოთხრობებს აერთიანებს. მოქმედება ერთ ქალაქში, სხვადასხვა დროს ხდება. წიგნის მთავარი გმირები ქალები არიან, ძლიერი დამოუკიდებელი, შეყვარებული ქალები, რომლებიც გადაწყვეტილებებს თავად იღებენ და შედეგებზეც თავად არიან პასუხისმგებელნი. თითოეულ მათგანს განსაკუთრებული უნარი გააჩნია, ბუნებრივ ძალებთან ურთიერთბა მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.