ანოტაცია: "ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?" ფილიპ დიკის ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია. ეს წიგნი მარტოობაზეა, სწორედ ისეთ მარტოობაზე, როგორისაც ყველა ადამიანს ეშინია... ამ წიგნში ტელევიზორები მუდამ ჩართულია - სიჩუმეს ვერ იტანენ. აქ ყველას ჰყავს ოჯახი, მაგრამ თითოეული იმდენად მარტოსულია, რომ ყველაზე სანუკვარ, ყველაზე დიდ მიღწევად შინაური ცხოველის ყოლა ითვლება - თუ ცხოველი გყავს, ე.ი. მიზანი გაქვს, ე.ი. არის ვიღაც, ვისაც შენი ზრუნვა სჭირდება...