ანოტაცია: სამეცნიერო ფანტასტიკის დედის, ურსულა ლე გუინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოები, "ჰიუგოსა" და "ნებიულას" გამარჯვებული წიგნი. „წყვდიადის მარცხენა ხელში“ მოქმედება პლანეტა გეთენზე ხდება, რომელსაც კლიმატური პირობების გამო „ზამთარს“ უწოდებენ. მთავარი გმირი ჯენლი ალია; პლანეტების პოლიტიკო-ეკონომიკური კავშირის, ეკუმენის, წარმომადგენელი. მისი მისიაა საფუძველი მოამზადოს და დაარწმუნოს გეთენის ლიდერები ეკუმენთან გაწევრიანების გონივრულობაში.