ანოტაცია: წიგნს შექმნის საინტერესო ისტორია აქვს- ლეგენდარული ფილმი „კოსმოსური ოდისეა 2001“ გადაიღო სტენლი კუბრიკმა, სცენარზე კუბრიკი და კლარკი ერთად მუშაობდნენ. სცენარის პარალელურად, ართურ კლარკმა წიგნის წერა დაიწყო და ასე მოევლინა ქვეყანას არანაკლებ ლეგენდარული რომანი, რომელიც მწერლის ადრეულ, მოკლე მოთხრობებს დაეფუძნა. სიუჟეტი მეტად საინტერესოა და წარმოადგენს კაცობრიობის ისტორიისა და მომავლის სრულიად ახლებურ გააზრებას.