ანოტაცია: ”სამის გამორჩევა” ციკლის მეორე წიგნია. პირველი წიგნის, ”მსროლელის”, ბოლოს შავსამოსიანი კაცი როლანდს ტაროს კარტით უმკითხავებს და მომავალს უწინასწარმეტყველებს. იგი როლანდს ყურადღებას სამ უჩვეულო კარტზე - ”პატიმარზე”, ”ჩრდილების ქალბატონზე” და ”სიკვდილზე” ამახვილებინებს. ”სამის გამორჩევა” სწორედ ამ წინასწარმეტყველების ახდენაზე მოგვითხრობს - როლანდის მეორე ნაბიჯზე კოშკის ძიების რთულსა და ხიფათით სავსე გზაზე.