ანოტაცია: ძნელია ღმერთობა - კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელს, ისტორიკოს ანტონს სხვა პლანეტაზე გზავნიან, იქაური ცივილიზაციის გამოსაკვლევად, რომელიც დედამიწური ცივილიზაციის იდენტურია და განვითარებით ემთხვევა ჩვენებური შუა საუკუნეების საზოგადოებას. ტოტალიტარული მმართველობა, განუკითხაობა, კანონების სრული უგულვებელყოფა - ასეთია არკანარის საზოგადოება. ანტონი დილემის წინაშე დგას - დარჩეს ნეიტრალურ მეცნიერად თუ ბოლომდე ჩაერთოს არკანარის ცხოვრებაში.